суббота, 17 января 2009 г.


მე ვარ ლუკა დუდაური. დავიბადე 2001 წლის 26 დეკემბერს, შიდა ქართლის ქალაქ გორში. ეს სახელი ჩვენს ოჯახში არავის ერქვა. ჩემს მშობლებს მოსწონდათ ძალიან და ასე გავხდი პირველი ლუკა.
მე ვიცი, რომ ლუკა ქრისტიანული სახელია. იგი ლათინური სიტყვაა და ,, სინათლეს " ნიშნავს.
ლუკა ერქვა წმინდა მოციქულს.




წმინდა მახარებელი ლუკა წარმოშობით ებრაელი იყო, სირიის ანტიოქიიდან. იგი ადრიდანვე დაეწაფა მეცნიერული წიგნების შესწავლას, ისწავლა ეგვიპტური და ბერძნული ენები, იყო გამოცდილი ექიმი და დახელოვნებული მხატვარი.
წმინდა მახარებელი ისმენდა ღვთის სწავლებას და მიიღო მისგან სიბრძნე. მან შეიცნო ჭეშმარიტი ღმერთი და მისი სარწმუნოება. შემდგომ კი სხვებსაც ასწავლიდა.
წმინდა ლუკამ მრავალ ადგილას იქადაგა ქრისტე, ააშენა ეკლესიები, დაადგინა მღვდლები და დიაკვნები; განკურნა სულითა და ხორცით ტანჯულნი და ტანჯვით აღესრულა შობიდან ოთხმოც წელს გადაცილებული. იმ ადგილას, სადაც დასვენებული იყო მისი წმინდა გვამი, ამ წმინდა მოციქულის ლოცვით მრავალი სნეული განიკურნა.
პირველად წმინდა ლუკამ დახატა მარიამ ღვთისმშობლის სახე ხელში ღვთაებრივი ყრმით - უფალი იესოთი. შემდგომ დახატა კიდევ ორი ხატი ღვთისმშობლისა და უჩვენა მასვე - ყოვლადწმიდა ქალწულს. როდესაც მან დაინახა თავისი პირისახის ხატი, უწმინდესი ბაგეებით წარმოთქვა: „ჩემგან შობილისა და ჩემი მადლი იყოს ამ ხატებთან“. აგრეთვე წმინდა ლუკამ დახატა ფიცრებზე მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახეები, და მისგან იწყეს ხატების ხატვა ღვთის, ღვთისმშობლისა და წმინდანთა სადიდებლად, შესამკობელად ეკლესიათა და საცხოვნებელად მორწმუნეთა.
ლუკა ერქვა ბუმბერაზ მწერალ რაზიკაშვილს (ვაჟა-ფშაველას)




ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა 1864 წლის 14 ივლისს ფშავის სოფელ ჩარგალში ( დუშეთის რაიონში),თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს და ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში.მას ხუთი დედმამიშვილი ჰყავდა. ვაჟას წერა-კითხვა მამამ შეასწავლა, შემდეგ მიაბარეს თელავის სასულიერო სასწავლებელში, სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში. იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მსმენელი, მაგრამ უსახსრობის გამო დაბრუნდა სამშობლოში.შემდეგ დაიწყო მასწავლებლობა ამილახვრის ოჯახსი (თამარაშენში) და ცოლად შეირთო ამილახვრის უკანონო ქალიშვილი-ეკატერინე (კეკე), რომელიც ვაჟის გაჩენის დროს გარდაიცვალა. ამ ფაქტს მიუძღვნა ვაჟამ ლექსი ,,იას უთხარი ტურფასა". ვაჟას დარჩა ერთი ვაჟი-ლევანი, რომელიც 1924 წელს დახვრიტეს, და სამი ქალი.
ვაჟამ მეორე ცოლი შეირთო,რომელთანაც ვაჟიშვილი-ვახტანგი (ავტორი წიგნისა ,,მამაჩემი,ვაჟა-ფშაველა").
ვაჟა ერთიანი და ძლიერიქართული სულის წარმომჩენი და ერთიანი საქართველოს მეხოტბე იყო.
მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.
იგი გარდაიცვალა 1915 წლის 27 ივლისს. თბილისში, ჰოსპიტალის პალატაში,სიკვდილის წინ მოთიბული ბალახი და მთის წყარო უნატრია. მისი ნეშთი 1935 წელს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდის პანთეონში გადმოასვენეს.